Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერაქტებს ყანდაარში 14 ადამიანი ემსხვერპლა


ოთხი სამოქალაქო პირი და ერთი პოლიციელი დაიღუპა ავღანეთის სამხრეთში, ქალაქ ყანდაარში მომხდარ ტერაქტში. აფეთქება მოაწყო თვითმკვლელმა, რომელიც მოტოციკლს მართავდა. მოიერიშემ ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა პოლიციის პოსტთან ახლოს. სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად დაშავდა 16 კაცი, მათ შორის 6 - ბავშვია. საღამოს ორი აფეთქება მოხდა ყანდაარის ცენტრში, მათ შედეგად დაიხოცა რვა ადამიანი. დაშავდა ათი პირი.
XS
SM
MD
LG