Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ არ შეამცირებს სამხედრო ხომალდების რიცხვს სპარსეთის ყურეში


ირანის მუქარის მიუხედავად, აშშ არ შეამცირებს სპარსეთის ყურეში თავისი ხომალდების რაოდენობას, განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, ჯორჯ ლიტლმა, რომელმაც თქვა, რომ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდების ყოლა საჭიროა ავღანეთში აშშ-ის არმიის ოპერაციების უზრუნველსაყოფად. უფრო ადრე ერთ-ერთმა ამერიკელმა სამხედრო მეთაურმა, ბილ სპიკსმა თქვა, რომ აშშ-ის სამხედრო ყოფნა სპარსეთის ყურეში რეგიონში კომერციული ტრანსპორტის უზრუნველსაყოფადაა საჭირო. ირანის არმიის მეთაურმა, ათაოლა სალეჰიმ მუქარა გამოაქვა აშშ-ის მიმართ, რომ ზომებს მიმართავს, თუ აშშ-ის ავიამზიდი დაბრუნდება სპარსეთის ყურეში. მას არ დაუზუსტებია, რომელ ხომალდს გულისხმობდა. თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ თეირანის ეს მუქარა ადასტურებს, რომ ის იზოლირებლია, სანქციების გამო ეკონომიკური პრობლემები აქვს და სურს ყურადღება ამ პრობლემებიდან გადაიტანოს.
XS
SM
MD
LG