Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნები გრძელდება


ეგვიპტეში მეორე დღეა გრძელდება საპარლამენტო არჩევნების მესამე, ბოლო ეტაპი. ხმის მიცემა მიმდინარეობს 9 პროვინციაში, სადაც 15 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. პროცესი მიმდინარეობს იმ რაიონებშიც, სადაც ქრისტიან ამომრჩეველთა ყველაზე დიდი რაოდენობაა. მოძრაობა ”მუსულმანთა საძმო”, რომელთანაც დაკავშირებული თავისუფლებისა და სამართლიანობის პარტია არჩევნების ორი ტურის შემდეგ ლიდერობს, აცხადებს, რომ არ აპირებს ვინმეს თავს მოახვიოს თავისი ნება ქვეყნის მომავალი კონსტიტუციის განხილვისას. ეგვიპტის მომავალ კონსტიტუციაზე შეთანხმება ქვეყნის ახალი პარლამენტის უმთავრესი ამოცანა იქნება. საპარლამენტო არჩევნები ეგვიპტეში მიმდინარეობს მასობრივი გამოსვლების ფონზე. აქციების მონაწილეები ეგვიპტის ახლანდელი - სამხედრო მმართველობის გადადგომას მოითხოვენ. გასული წლის დეკემბერში შეტაკებებისას 17 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG