Accessibility links

logo-print

რესპუბლიკელები პრეზიდენტობის კანდიდატს ირჩევენ


შეერთებულ შტატებში, აიოვის შტატში რესპუბლიკელები პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევას შეუდგნენ. ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემაში. წარმოდგენილი იყო შვიდი კანდიდატი. თითქმის ყველა ხმის დათვლის შემდეგ მიღებული წინასწარი შედეგებით, ერთმანეთთან ძალიან ახლოს აღმოჩნდნენ მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი და ყოფილი სენატორი პენსილვანიიდან რიკ სანტორუმი. ორივე მათგანმა დაახლოებით 25 % მიიღო.
XS
SM
MD
LG