Accessibility links

logo-print

პრესის გამავრცელებელმა სააგენტოებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს


პრესის გამავრცელებელმა სააგენტოებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. ”მაცნე," "პლანეტა ფორტე" და "ელვასერვისი" თბილისის მერიის პროექტის "1000 ახალი ჯიხურის" ფარგლებში გამოცხადებული ინტერნეტაუქციონით დაინტერესებულ პირებს მოუწოდებენ, სოლიდარობა გამოიჩინონ და 4 და 5 იანვარს მონაწილეობა არ მიიღონ იმ ლოტებში, რომელიც მერიის მიერ უკვე აღებული პრესის ჯიხურების განთავსების ადგილებს ემთხვევა. სააგენტოები მადლობას უხდიან იმ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებმაც 28 დეკემბრის აუქციონისას განაცხადი არ წარადგინეს იმ ადგილებზე, სადაც მანამდე პრესის ჯიხურები იდგა.
XS
SM
MD
LG