Accessibility links

logo-print

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანში იწყებს ვიზიტს


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანში იწყებს ვიზიტს. მისი თემაა ირანის სადაო ბირთვული პროგრამა. საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ის თავის ირანელ კოლეგასთან, ალი აკბარ სალეჰისთან ორდღიან კონსულტაციებს გამართავს ირანის ბირთვული პროგრამის, ასევე ერაყსა და სირიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მოლაპარაკებები არის ნაწილი რეგულარული შეხვედრებისა, რომლებიც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის წელიწადში ორჯერ იმართება. მაგრამ ამჟამინდელი შეხვედრა ემთხვევა ირანსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის გამწვავებულ დაძაბულობას ირანის ბირთვული პროგრამის გამო. შეერთებული შტატების მოკავშირე თურქეთი ნავთობის 30 პროცენტის იმპორტს ირანიდან აწარმოებს.
XS
SM
MD
LG