Accessibility links

აიოვის შტატში რესპუბლიკელთა შიდაპარტიულ არჩევნებში მიტ რომნიმ გაიმარჯვა


შეერთებულ შტატებში, აიოვის შტატში, რესპუბლიკურმა პარტიამ დაიწყო შიდაპარტიული არჩევნები საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევად. პირველ კენჭისყრაში გაიმარჯვა მასაჩუსეტსის შტატის ყოფილმა გუბერნატორმა მიტ რომნიმ. მან ხმების 25 პროცენტი დააგროვა. მიუხედავად იმისა, რომ აიოვა მხოლოდ 28-ს წარმოადგენს 1143 დელეგატიდან, რომლებიც საჭირო არიან რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობის მოსაპოვებლად, მიმომხილველთა თანახმად, აიოვაში კარგი შედეგი გამარჯვებულს შემდგომი წარმატების ბიძგს მისცემს. ახლა რესპუბლიკელი კანდიდატები გადაინაცვლებენ ნიუ ჰემპშირში, სადაც სამშაბათს გაიმართება პრაიმერი. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები რომნის უწინასწარმეტყველებენ წარმატებას.
XS
SM
MD
LG