Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადამიანის უფლებებს არღვევს


"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა რეგულირების არსებული სისტემა არღვევს ბრალდებულის უფლებებს სათანადო სამართლებრივ პროცედურებზე", – ნათქვამია "ჰიუმან რაითს უოჩის" დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში. 41-გვერდიანი ანგარიში აანალიზებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, რომელიც ნაკლებად მძიმე სახის დანაშაულსა და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არეგულირებს და ასკვნის, რომ კოდექსი არ ითვალისწინებს სათანადო სამართლებრივ პროცედურებსა და საქმის სამართლიანი განხილვის უფლებების გარანტიებს. დაკავებულ პირს ხშირად უფლებასაც არ აძლევენ, რომ ოჯახის წევრებს დაუკავშირდეს. ადვოკატებს, აგრეთვე, სირთულეები ხვდებათ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მოძიებაში. სასამართლო სხდომები უმეტესად ფორმალურად ტარდება. დაკავებული პირები ისეთ ადგილებში იხდიან სასჯელს, სადაც 72 საათზე მეტი ხნით ადამიანების გაჩერება გათვალისწინებული არ არის და სადაც პირობები არ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს სისტემის რეფორმას, მაგრამ მან უნდა გაატაროს გადაუდებელი ზომები ბრალდებულთა უფლებების უზრუნველყოფის მიზნით, - მიუთითებენ ანგარიშის ავტორები.
XS
SM
MD
LG