Accessibility links

logo-print

ირანში კინემატოგრაფისტთა სახლი დახურეს


ირანის ხელისუფლებამ დახურა კინოს სახლი, დამოუკიდებელი უწყება, რომელიც თითქმის 20 წლის განმავლობაში ირანული კინოხელოვნების პროპაგანდით იყო დაკავებული. ირანის კულტურის მინისტრი მოჰამედ ჰოსეინის თქმით, კინოს სახლის საქმიანობას არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი. ირანში ამ უწყებას ხშირად აკრიტიკებდნენ ზედმეტი ლიბერალიზმის გამო. ხელისუფლების მუქარაზე, რომ დახურავდა კინოს სახლს, მისმა თანამშრომლებმა ამ დღეებში განაცხადეს, რომ ბოიკოტს გამოუცხადებენ ოფიციალურ კინოფესტივალს. ირანელ კინოხელოვანთა თქმით, კინოს სახლის წინააღმდეგ აგორებული კამპანია პოლიტიკურად მოტივირებულია.
XS
SM
MD
LG