Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ოპოზიციონერი მისი დაპატიმრების კანონიერებას გაასაჩივრებს


რუსი ოპოზიციონერი სერგეი უდალცოვი, რომელიც ოთხშაბათს საპატიმროდან გაათავისუფლეს აპირებს, რომ სასამართლოში მისი დაკავების უკანონობა დაასაბუთოს. ამის შესახებ ოპოზიციონერი აქტივისტის ადვოკატმა ნიკოლაი პოლოზოვმა განაცხადა და დასძინა, რომ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხევაში დაცვის მხარე ფულადი კომპენსაციის საკითხს დააყენებს. მოძრაობა „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორი უდალცოვი 25 დეკემბერს პოლიციამ მესამედ დააპატიმრა დაუმორჩილებლობის ბრალდებით. ოპოზიციონერი პროტესტის ნიშნად შიმშილობდა და იგი პირდაპირ საავადმყოფოდან გათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG