Accessibility links

logo-print

ჩილეში სკანდალი აგორდა სასკოლო სახელმძღვანელოების ახალი რედაქციის გამო


ჩილეში სკანდალი ატყდა სკოლის სახელმძღვანელოებში გენერალ პინოჩეტის მმართველობის ხანის ახლებური ინტერპრეტაციის გარშემო. განათლების სამინისტროს მითითებით ეს წლები - 1973-დან 1990-მდე სახელმძღვანელოებში უნდა მოიხსენიონ არა დიქტატურად, როგორც ეს აქამდე იყო, არამედ უფრო ნეიტრალურად - ”სამხედრო რეჟიმად”. მემარცხენე-ცენტრისტულმა ოპოზიციამ ხელისუფლებას ბრალი დასდო პინოჩეტის რეჟიმის ”გათეთრების” მცდელობაში. უფლებადამცველებმა და საზოგადო მოღვაწეებმაც გამოთქვეს პროტესტი სახელმძღვანელოების ახალ რედაქციასთან დაკავშირებით. ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული არ უდევს. პინოჩეტის მმართველობის წლებში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა 17 ათასი ადამიანი. 3 ათასზე მეტი მოკლეს ან უგზო-უკვლოდ გააქრეს.
XS
SM
MD
LG