Accessibility links

logo-print

საქართველოს 176 მოქალაქე თავშესაფარს სთხოვს ლატვიას


საქართველოს 176 მოქალაქე ლატვიის მთავრობისგან თავშესაფარს ითხოვს. ლატვიის მოქალაქეობის საქმეთა და მიგრაციის სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი რიაბცევმა ინტერნეტპორტალ Delfi-ს განუცხადა, რომ 2011 წელს სამმართველოს თავშესაფრის თხოვნით მიმართა სულ 335-მა ადმიანმა, რომელთაგან ნახევარზე მეტი საქართველოს მოქალაქეა. მათ გარდა, ლატვიის მთავრობისგან თავშესაფარს ითხოვენ კონგოს, რუსეთის, ირანის, კამერუნისა და ლიბიის მოქალაქეები. მათგან თავშესაფარი ამ დროისთვის 27-მა ადამიანმა მიიღო. ლატვიის მოქალაქეობის საქმეთა და მიგრაციის სამმართველოს განმარტებით, თავშესაფრის მთხოვნელთა ნაწილი საკუთარ ქვეყნებში პოლიტიკური, ან რელიგიური ნიშნით იდევნება, ნაწილს კი უბრალოდ, ევროკავშირის ტერიტორიაზე ცხოვრება სურს.
XS
SM
MD
LG