Accessibility links

logo-print

ცსკო მზად არის საპარლამენტო არჩევნების ოქტომბერში ჩასატარებლად


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნების ოქტომბერში ჩასატარებლად მზად არის - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები კონსტიტუციის შესაბამისად, ოქტომბერში გაიმართება, მისთვის მზადება კი, საარჩევნო ადმინისტრაციამ 2010 წლის მაისის თვითმმართველობის არჩევნების დასრულებისთანავე დაიწყო. ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, მომავალი არჩევნები უნდა იქცეს გარდამტეხად, რომლის შემდეგაც საქართველოში არჩევნები ჩვეულებრივი მოვლენა გახდება და არ გამოიწვევს სოციალურ და პოლიტიკურ კატაკლიზმებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგია მიმართულია საარჩევნო გარემოს, პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი სრული ნდობის ჩამოყალიბებისკენ.
XS
SM
MD
LG