Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადის შიიტების დასახლებულ არეალებში აფეთქებებს 20 ადამიანი ემსხვერპლა


ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, დღეს რამდენიმე აფეთქება მოხდა, რომელთა სამიზნე შიიტებით დასახლებული არეალები იყო. დახოცილია ოცზე მეტი ადამიანი, დაშავებულია ათეულობით პირი. ცხრა ადამიანი დაიხოცა „სადრ სიტიში“, სადაც დანაღმული მოტოციკლი და გზაზე ჩადებული ნაღმი აფეთქდა. 12 ადამიანი დაიღურა კადჰიმიის რაიონში, სადაც ორი მანქანა აფეთქდა. ერაყში შიშობენ, რომ სუნიტებსა და შიიტებს შორის დაპირისპირება კვლავ იფეთქებს, როცა აშშ-ის ჯარი საბოლოოდ დატოვებს ქვეყანას. შიიტი პრემირ-მინისტრს, ნური ალ-მეალიკის მომხრე ძალებსა და სუნიტ პოლიტიკოსს, ვიცე-პრეზიდენტს, ტარეკ ალ-ჰაშემის მძაფრი დაპირიპირება აქვთ მას მერე, რაც ალ-ჰაშეამის მიმართ დაპატიმრების ორდერი გასცეს და ის ტერორიზმთან კავშირში დაადანაშაულეს.
XS
SM
MD
LG