Accessibility links

logo-print

ერაყში შიიტების წინააღმდეგ აფეთქებათა სერიას 67 ადამიანი ემსხვერპლა


შიიტი მლოცველების წინააღმდეგ მიმართულ, ასევე შიიტებით დასახლებული არეალებში აფეთქებებს ერაყში 67 ადამიანი ემხსვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 100-მდეა. მლოცველებზე თავდასხმა ნასირიაში მოხდა, როცა თვითმკვლელმა აიფეთქა თავი.
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ცხრა ადამიანი დაიხოცა „სადრ სიტიში“, სადაც დანაღმული მოტოციკლი და გზაზე ჩადებული ნაღმი აფეთქდა. 12 ადამიანი დაიღუპა კადჰიმიის რაიონში, სადაც ორი მანქანა აფეთქდა. ერაყში შიშობენ, რომ სუნიტებსა და შიიტებს შორის დაპირისპირება კვლავ იფეთქებს, როცა აშშ-ის ჯარი საბოლოოდ დატოვებს ქვეყანას. შიიტი პრემიიერ-მინისტრის, ნური ალ-მეალიკის მომხრე ძალებსა და სუნიტ პოლიტიკოსს, ვიცე-პრეზიდენტს, ტარეკ ალ-ჰაშემის მძაფრი დაპირისპირება აქვთ მას მერე, რაც ალ-ჰაშემის მიმართ დაპატიმრების ორდერი გასცეს და ის ტერორიზმთან კავშირში დაადანაშაულეს.
XS
SM
MD
LG