Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ პენტაგონის ახალი სტრატეგია წარმოადგინა


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს ქვეყნის ახალი თავდაცვითი სტრატეგიის პროექტი წარმოადგინა. სტრატეგიის საფუძველს წარმოადგენს სახმელეთო ჯარების რაოდენობის შემცირება და აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაძლიერება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. „გაძლიერდება ჩვენი ყოფნა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, რომელსაც არ შეეხება საბიუჯეტო შემცირება. ჩვენ გავაგრძელებთ დაფინანსებას ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორობისა და ალიანსების, მათ შორის ნატოსი, რომელიც ყოველთვის ახდენდა და სულ ახლახან ლიბიაშიც მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ეფექტურ ძალას წარმოადგენს. ჩვენ ფხიზლები ვიქნებით, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ პენტაგონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. თავდაცვის ახალი დოქტრინა კონცენტრირებულია ტერორიზმის წინააღმდეგ მოქმედებაზე, შემაკავებელი ბირთვული შესაძლებლობების შენარჩუნებაზე, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვასა და ნებისმიერი პოტენციური მოწინააღმდეგის აგრესიული ზემოქმედების აღკვეთაზე. აშშ-ის თავდაცვითი სტრატეგიის რევიზია ყოფილი თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა დაიწყო მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მას დაუსვა ამოცანა - 400 მილიარდ დოლარამდე ისე შეემცირებინა სამხედრო ხარჯები, რომ არ ზარალი მისდგომოდა ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს.
XS
SM
MD
LG