Accessibility links

აშშ-მა დაგმო ერაყში მომხდარი აფეთქებები


აშშ-მა ერაყში განხორციელებული აფეთქებები დაგმო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ თავდასხმები ”საათის უკან დატრიალების” ”სასოწარკვეთილი მცდელობა” იყო. თვითმკვლელმა ტერორისტმა შიიტ მლოცველებზე მიიტანა იერიში ქალაქ ნასირიასთან და სულ ცოტა 38 ადამიანი მოკლა. მანამდე რამდენიმე საათით ადრე ბაღდადში რამდენიმე აფეთქება მოხდა შიიტებით დასახლებულ რაიონებში. ათობით ადამიანი დაიღუპა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ეს ალ ყაიდასთან დაკავშირებული სუნიტი მეამბოხეების ჩადენილია.
XS
SM
MD
LG