Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაქვეყნა ახალი სამხედრო სტრატეგია


5 იანვარს დილით აშშ-ის პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის ახალი სამხედრო სტრატეგია გამოაქვეყნეს. სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ-ის წინაშე არსებულ გამოწვევებს მხოლოდ სამხედრო სფერო ვერ გაუმკალვდება და მსოფლიოში აშშ-ის ინტერესების დაცვას დიპლომატია და განვითარება თავდაცვის კვალდაკვალ უნდა ემსახუროს. ახალ სტრატეგიაში პრიორიტეტებს შორის სახელდება გლობალურ მოვლენებში მონაწილეობის შენარჩუნება და ფოკუსირება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონზე; აგრეთვე, მტრის შეკავება და უსაფრთხოების ვალდებულებების შესრულება; ინვესტირება მნიშვნელოვან ალიანსებსა და პარტნიორობაში, მათ შორის - ნატოში; ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ადამიანური ღირსების დაცვა მთელ მსოფლიოში; ახალ საფრთხეებზე სწრაფად რეაგირების უნარის გაძლიერება.
XS
SM
MD
LG