Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თებერვალში ირანი კიდევ ერთ სამხედრო-საზღვაო წვრთნას ჩაატარებს ჰორმუზის სრუტეში


ირანის რევოლუციური გვარდიის სამხდრო-საზღვაო ფლოტის მეთაურმა დღეს გამოაცხადა, რომ თებერვალში ჰორმუზის სრუტეში კიდევ ერთი სამხედრო წვრთნა გაიმართება. ირანის სახელმწიფო მედიას მოჰყავს ადმირალ ალი ფადავის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ირანის სამხედრო ფლოტი მომავალ თვეში ჩაატარებს ახალ წვრთნას, ოღონდ ის განსხვავებული იქნება წინა სამხედრო მანევრებისგან. ირანმა ახლახან, 2 იანვარს დაასრულა 10-დღიანი სამხედრო წვრთნა ჰორმუზის სრუტეში. წვრთნა დაემთხვა ირანის წინააღმდეგ საერთშორისო სანქციების გამოცხადებას, რაც ქვეყნის ნავთობის ექსპორტის შეზღუდვას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სანქციების შემთხვევაში შეიძლება ჰორმუზის სრუტე ჩაუკეტოს ნავთობის სხვა ტანკერებს, მაგრამ შემდეგ შეასუსტა ეს მუქარა.
XS
SM
MD
LG