Accessibility links

logo-print

ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება


ყაზახეთის საკონსტიტუციო საბჭომ დაადგინა, რომ საპარლამენტო არჩევნების ჩატარება შეუძლებელი იქნება ქვეყნის დასავლეთში მდებარე ქალაქ ჟანაოზენში, სადაც გასულ თვეში საპროტესტო გამოსვლები მოეწყო. საბჭოს თავმჯდომარის, იგორ როგოვის თქმით, ვინაიდან ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა და ვინაიდან ძნელი იქნება ქალაქში კენჭისყრის უსაფრთხოდ ჩატარება, საბჭომ გადაწყვიტა, ჟანაოზენში არჩევნები არ გამართოს. ჟანაოზენსა და მის არეალში სულ ცოტა 17 ადამიანი დაიღუპა საპროტესტო გამოსვლებისას, როცა მენავთობეთა გაფიცვა ძალადობაში გადაიზარდა და 16 დეკემბერს პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს. დეკემბრის ბოლოს ქალაქში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მოგვიანებით იანვრის ბოლომდე გაგრძელდა. 15 იანვარს ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
XS
SM
MD
LG