Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოებისთვის გრანტების გაცემას იწყებს იუსტიციის სამინისტრო


არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო იწყებს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ იუსტიციის სამინისტრო დაემატა სიას იმ უწყებებისა, რომლებსაც გრანტების გაცემის უფლება აქვთ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღევანდელი შეხვედრისას იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა განაცხადა, რომ "საგრანტო კომპონენტის ამოქმედებით სამინისტრო არასამთავრობო სექტორს სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესში ჩართვის რეალურ საშუალებას აძლევს." უახლოეს მომავალში საგრანტო კონკურსები გამოცხადდება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების რეაბილიტაციის პროექტებზე.
XS
SM
MD
LG