Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ალიას" რედაქცია უსაფუძვლოდ მიიჩნევს დაფინანსების შესახებ გამოთქმულ ეჭვს


გაზეთ ”ალიას" რედაქცია ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსების შესახებ გამოთქმულ ეჭვს უსაფუძვლოდ მიიჩნევს. "ალიას" რედაქტორმა დიმიტრი ტიკარაძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ გაზეთი ობიექტურად აშუქებს როგორც ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო, ასევე მხარდამჭერ პოზიციებს, ამიტომ ისინი, ვინც ეჭვს გამოთქვამენ, როგორც ჩანს, "ალიას" არ კითხულობენ. რაც შეეხება ჟურნალისტების წასვლას, ტიკარაძის თქმით, გაზეთი მხოლოდ ერთმა ჟურნალისტმა, ეკა სეხნიაშვილმა დატოვა და ამის მიზეზი არა სტატიის პოლიტიკური ნიშნით დაბლოკვა, არამედ მასალის არაკომპეტენტურობა იყო.
XS
SM
MD
LG