Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სუფთა პოლიტიკის" წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ "ალიას" ივანიშვილი აფინანსებს


არასამთავრობო ორგანიზაცია "სუფთა პოლიტიკის" წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ გაზეთ "ალიას" ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეჭვის საფუძვლად ის გარემოება დაასახელა, რომ წლების განმავლობაში ბიზნესმენსა და გაზეთის ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირება არსებობდა და იწერებოდა მწვავე სტატიები, ამჟამად კი, ბიძინა ივანიშვილის შესახებ კრიტიკული პუბლიკაციების დაბლოკვის გამო "ალიას" ჟურნალისტები ტოვებენ. ჯაფარიძის თქმით, გაზეთის რამდენიმე ყოფილი ჟურნალისტი სამსახურიდან წასვლის მიზეზად სწორედ ივანიშვილის შესახებ სტატიის დაბლოკვას ასახელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, გაზეთის რედაქციის პოლიტიკის რადიკალური ცვლილება საზოგადოებაში საფუძვლიან ინტერესს და ეჭვს იწვევს, მათი დაკმაყოფილებისთვის კი, კარგი იქნება, თუ "ალიას" ხელმძღვანელობა ამ თემას საჯაროს გახდის.
XS
SM
MD
LG