Accessibility links

”ქართული პარტია” თავისი წევრების დევნაში ადანაშაულებს ხელისუფლებას


”ქართული პარტია” მისი წევრების პოლიტიკურ დევნაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. დღეს გავრცელებულ განცხადებაში ”ქართული პარტია” აღნიშნავს, რომ მის გენერალურ მდივანს ირაკლი დოლაბერიძეს, რომელსაც პარტიის თავმჯდომარესთან ირაკლი ოქრუაშვილთან პოლიტიკური კონსულტაცია უნდა გაემართა, თბილისის აეროპორტის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა პარიზში გამგზავრების საშუალება არ მისცეს. ”ქართული პარტიის” ცნობით, დოლაბერიძეს მიზეზი არ დაუსახელეს და განუცხადეს, რომ ვითარების გასარკვევად წერილობით უნდა მიმართოს პოლიციის შესაბამის დეპარტამენტს. ”ქართული პარტია” შსს-ს მოქმედებას პოლიტიკურ პროვოკაციად აფასებს, მისგან განმარტებას მოითხოვს და დიპლომატიურ კორპუსს პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდებს.
XS
SM
MD
LG