Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალური მოძრაობა ფინანსურ ანგარიშს დადგენილ ვადაში წარუდგენს კონტროლის პალატას


ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კონტროლის პალატას ფინანსური საქმიანობის წლიურ ანგარიშს კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენს - ამის შესახებ სააგენტო GHN-ს განუცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა ზურაბ მელიქიშვილმა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა ვალდებული არ იყო, შარშანდელი შემოწირულობის სრული ნუსხა საჯაროდ უკვე გამოაქვეყნა. მელიქიშვილის განცხადებით, პარტიისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გამჭირვალე იყოს. პოლიტიკურმა პარტიებმა ბოლო ერთი წლის ფინანსური ანგარიშები კონტროლის პალატას 1 თებერვლამდე უნდა წარუდგინონ.
XS
SM
MD
LG