Accessibility links

logo-print

აშშ-ში პაკისტანელ მამაკაცს 50 თვით პატიმრობა მიესაჯა ტერორისტების დახმარებისთვის


პაკისტანელ მამაკაცს შეერთებულ შტატებში ოთხ წელზე მეტი ხნით პატიმრობა მიესაჯა იმისთვის, რომ ის ქვეყანაში სავარაუდოდ თალიბანის წევრის უკანონოდ შეყვანას შეეცადა 2011 წლის დამდეგს. 37 წლის ირფან ულ ჰაყმა ორ სხვა პაკისტანელთან ერთად სექტემბერში ცნო თავი დამნაშავედ ტერორისტული ორგანიზაციისთვის დახმარების აღმოჩენაში. ხუთშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა მოსამართლემ ვაშინგტონში 50 თვით პატიმრობა მიუსაჯა მას. დანარჩენ ორ პირს გასულ თვეში მიესაჯათ შესაბამისად 40 და 36 თვით პატიმრობა.
XS
SM
MD
LG