Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს თურქეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი


დააკავეს თურქეთის გადამდგარი გენერალი, თურქეთის შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი ილკერ ბასბუგი, რომელსაც მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობაში ედება ბრალი. ბასბუგი ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო პირია ე.წ. ერგენეკონის საქმეში, რომლის ფარგლებშიც სამხედროებს ბრალი ედებათ ხელისუფლების ჩამოგდების მცდელობასა და ქვეყნის დესტაბილიზაციის მიზნით ანტისამთავრობო პროპაგანდის გავრცელებაში. 5 იანვარს ბასბუგმა სასამართლოს წინაშე უარყო ბრალდებები. ერგენეკონის საქმე 2007 წელს დაიწყო და მას ასეულობით სამხედრო პირის, მეცნიერის, იურისტისა და ჟურნალისტის დაპატიმრება მოჰყვა. კრიტიკოსები პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანს ბრალს სდებენ, რომ ის ერგენეკონის საქმეს ოპოზიციის ჩასაჩუმებლად იყენებს.
XS
SM
MD
LG