Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაიღუპა კაპრალი შალვა ფაილოძე


ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულების დროს, დაიღუპა ქართველი ჯარისკაცი, კაპრალი შალვა ფაილოძე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარისკაცი თალიბების თავდასხმის დროს მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. ფაილოძე მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ერთი კვირით ადრე 31 დეკემბერს ავღანეთში დაიღუპა იმავე ბატალიონის კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ბესიკ ნინიაშვილი, რომელიც 5 იანვარს დაკრძალეს საქართველოში. ფაილოძის გადმოსვენების თარიღი უცნობია. თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სამხედრო მოსამსახურის ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს. კაპრალი ფაილოძე მეთორმეტე ქართველი ჯარისკაცია, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაიღუპა. ავღანეთში საბრძოლო დავალებით საქართველოს 937 ქართველი ჯარისკაცი იმყოფება. გასული წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც 2012 წელს ავღანეთში დამატებით კიდევ ერთი ბატალიონის (500-მდე ჯარისკაცის) გაგზავნას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG