Accessibility links

logo-print

ამერიკელმა სამხედრო მეზღვაურებმა ირანელი მეთევზეები იხსნეს


13 ირანელი მეთევზე იხსნეს ამრიკელმა სამხედრო მეზღვაურებმა სომალელი მეკობრეების ხელიდან. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყება ავრცელებს ცნობას. შემთხვევა არაბეთის ზღვაში მოხდა. აშშ-ის სამხედრო ხომალდმა ირანის თევზმჭერი გემისგან მიიღო უბედურების სიგნალი. გემი ერთი თვეა მეკობრეებს ჰყავდათ ხელში ჩაგდებული. მეთევზეების განთავისუფლების ოპერციამ დანაკარგის გარეშე ჩაიარა. დაატყვევეს 15 მეკობრე. ირაელი მეთევზეები გაუშვეს და ისინი შინისაკენ გაემართნენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ გემი, რომელმაც ირანელები იხსნა, იმ ჯგუფის ნაწილია, რომელთა სპარსეთის ყურეში უკან დაბრუნების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა ირანის ხელისუფლებამ.
XS
SM
MD
LG