Accessibility links

logo-print

ავღანეთის სამხრეთში ნატოს ხუთი ჯარისკაცი და შვიდი სამოქალაქო პირი დაიხოცნენ


ავღანეთის სამხრეთში ორი სხვადასხვა ინციდენტის დროს საერთაშორისო ჯარის ხუთი სამხედრო და შვიდი სამოქალაქო პირი დაიხოცნენ. ნატოს დასტურით, ოთხი ჯარისკაცი ყანდაარის პროვინციაში გზაზე ჩადებულმა ნაღმმა იმსხვერპლა. ერთი სამხედრო მეამბოხეებთან შეტაკებისას მოკლეს. ნატო არაფერს იუწყება დახოცილების ეროვნების შესახებ. ურუზგანის პროვინციაში ასევე გზაზე ჩადებულმა ნაღმმა დახოცა სამოქალაქო პირები, მათ შორის ერთი ბავშვი.
XS
SM
MD
LG