Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი მიესალმა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ 13 ირანელის დახსნას მეკობრეებისგან


დღეს ირანი მიესალმა და „ჰუმანიტარული აქცია“ უწოდა შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ 13 ირანელის განთავისუფლებას მეკობრეებისგან, რომლებსაც მათი თევზსაჭერი ხომალდები ჰქონდათ გატაცებული. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რამინ მეჰმანპარასტმა ირანის არაბულენოვან მაუწყებელ „ალ-ალამს“ განუცხადა: „შეერთებული შტატების ძალების მიერ ირანელი მეზღვაურების გადარჩენას ვაფასებთ, როგორც ჰუმანიტარულ და დადებით აქციას და მივესალმებით ასეთ ქმედებას.“ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების თანახმად, მისმა ერთ-ერთმა სამხედრო გემმა „Kidd“-მა ხუთშაბათს, 45-დღიანი ტყვეობის შემდეგ, სომალელი მეკობრეებისგან დაიხსნა ირანელი მეთევზეები. „Kidd“-ი ერთ-ერთია შეერთებული შტატების რამდენიმე სამხედრო გემიდან, რომლებიც თან ახლავს ამერიკის ავიამზიდს სპარსეთის ყურეში. ირანი ეწინააღმდეგება ამ რეგიონში ამერიკის სამხედრო ფლოტილიის ყოფნას.
XS
SM
MD
LG