Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის საგამოძიებო კომისიამ აშშ ბაგრამის ციხის პატიმართა ხელყოფაში დაადანაშაულა


ავღანეთის საგამოძიებო კომისიამ შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს ბაგრამის ციხის პატიმართა უფლებების დარღვევაში დასდო ბრალი. კომისიის თავმჯდომარემ, გულ რაჰმან ყაზიმ (დღეს) ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პატიმრები უჩივიან აუტანელ სიცივეს, შეურაცხმყოფელი ფორმით ჩხრეკას და უსინათლობას. კომისიამ, რომელსაც გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მიერ აქვს მინიჭებული, შეერთებულ შტატებს მოუწოდა, ყველა პატიმარი ავღანეთის სამთავრობო ციხეებს გადასცეს.
XS
SM
MD
LG