Accessibility links

logo-print

ახალი ზელანდიის ნაპირებთან 300-ზე მეტი კონტეინერი მოხვდა ზღვაში


ტალღებმა სამასზე მეტი კონტეინერი ჩარეცხა ზღვაში საბერძნეთის სატვირთო გემი Rena-დან, რომელიც სამი თვის წინ შეჯდა მეჩეჩზე ახალი ზელანდიის ნაპირებთან. შაბათს ღამით ქარიშხალმა გემი ორ ნაწილად დაშალა. სპეციალისტები შიშობენ, რომ გემის ტრიუმებიდან კვლავ შეიძლება გაჟონოს ნავთობმა. წინა გაჟონვამ აკვატორიის მნიშვნელოვანი დაბინძურება და 20 ათასამდე ზღვის ფრინველის სიკვდილი გამოიწვია. ახალი ზელანდიის ხელისუფლების თანახმად, ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სერიოზული საზღვაო ეკოლოგიური კატასტროფაა.
XS
SM
MD
LG