Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ხუთდღიან ტურნეს იწყებსლათინურ ამერიკაში


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ხუთდღიან ტურნეზე გაემგზავრა ლათინურ ამერიკაში. გაფრენის წინ მან თქვა, რომ იგი მიემგზავრება ქვეყნებში, რომლებიც „ეწინააღმდეგებიან ჩაგვრას“ შეერთებული შტატების მხრიდან და იზიარებენ „ანტიკოლონიურ შეხედულებებს“. როგორც მოსალოდნელია, აჰმადინეჟადი და ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი, რომელიც ირანის ლიდერის მსგავსად ხშირად აკრიტიკებს შეერთებული შტატების პოლიტიკას, ისაუბრებენ ირანისა და ვენესუელის ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებზე. ნიკარაგუაში აჰმადინეჟადი დაესწრება ხელახლა არჩეული პრეზიდენტის, დანიელ ორტეგას ინაუგურაციას. ის გაემგზავრება ასევე კუბასა და ეკვადორში, რომლებსაც ასევე მემარცხენე ლიდერები მართავენ. ამ ტურნეს წინ შეერთებულმა შტატებმა ლათინური ამერიკის ქვეყნებს მოუწოდა, არ გააღრმავონ ირანთან კავშირები.
XS
SM
MD
LG