Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპინების პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის დედაქალაქ მანილაში ტერაქტების საფრთხე არსებობს


ფილიპინების პრეზიდენტმა ბენიგნო აკინომ დღეს განაცხადა, რომ ქვეყნის დედაქალაქ მანილაში არსებობს ტერაქტების საფრთხე ყოველწლიური კათოლიკური დღესასწაულის დროს. აკინოს თქმით, რამდენიმე ტერორისტი გეგმავს ორშაბათისთვის დანიშნული ტრადიციული მსვლელობის ჩაშლას. პოლიცია ამ გეგმისთვის ხელის შეშლას ცდილობს. აკინომ ვერ დაადასტურა, რომ დაგეგმილ ტერაქტთან კავშირი აქვს „ალ-ყაიდასთან“ დაახლოებულ ორგანიზაცია „აბუ საიაფს“. წარსულში ეს ორგანიზაცია კისრულობდა ხოლმე პასუხისმგებლობას ფილიპინების დედაქალაქში აფეთქებებისთვის. ყოველ წელს, 9 იანვარს, მანილის ქუჩებში გათენებიდან დაღამებამდე დაატარებენ ქრისტეს ხის ქანდაკებას. ეს მოვლენა დიდი რაოდენობით მორწმუნეებს იზიდავს.
XS
SM
MD
LG