Accessibility links

logo-print

ჩეჩნეთში, ვედენოს რაიონში სპეცოპერაცია მიმდინარეობს


ჩეჩნეთის ვედენოს რაიონში სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია მეამბოხე, დაიჭრა სამართალდამცავი ორგანოების ხუთი წარმომადგენელი. როგორც ინტერფაქსი იტყობინება, ამის შესახებ დღეს განაცხადა რესპუბლიკის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა. მისი ცნობით, ექსტრემისტების ჯგუფთან მილიციელებისა და შინაგანი ჯარების სამხედროების შეტაკება გრძელდება. სპეცოპერაცია ტარდება სოფელ ტაზენ-კალას მახლობლად. შეტაკების ადგილზე გაგზავნილია თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სტრუქტურების დამატებითი ძალები.
XS
SM
MD
LG