Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოჯახის წევრებს ინფორმაცია მეზღვაურების შესახებ მხოლოდ მედიიდან აქვთ


სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრებს მათი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მედიიდან აქვთ. "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი მეზღვაურის, თემურ ბედინაძის მეუღლემ, ნაირა ხალვაშმა განუცხადა, რომ მისი მეუღლე ამ დრომდე კონტაქტზე არ გამოსულა. სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან ქართველი მეზღაურების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. გათავისუფლებულ მეზღვაურებს საქართველოში 14 იანვრის შემდეგ ელოდებიან.
XS
SM
MD
LG