Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად დასკვნის მომზადება დროში შეზღუდული აღარ იქნება


უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად სპეციალური დასკვნის მომზადება დროში შეზღუდული აღარ იქნება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში შევიდა. აქამდე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ვალდებული იყო, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის არსებობის საკითხის გადაწყვეტიდან დასკვნა პრეზიდენტისთვის წარსადგენად ერთ კვირაში მოემზადებინა. ბრძანებულებაში ცვლილებების მიხედვით კი, სააგენტო ვალდებული აღარ იქნება, დასკვნა კონკრეტულად ერთ კვირაში წარადგინოს
XS
SM
MD
LG