Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა ამერიკელ ჯაშუშს


ირანული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ირანის რევოლუციურმა სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა ირანული წარმომავლობის ამერიკელ მოქალაქის მიმართ. განაჩენის თანახმად, 28 წლის მირზაი ჰექმათის, ყოფილი ამერიკელი საზღვაო-ქვეითი, რომელიც ასევე ფლობდა ირანის მოქალაქეობას, „სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს მტრულ ქვეყანასთან თანამშროლობისა და ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს სასარგებლო ჯაშუშობისათვის.“ ინფორმაცია მოგვიანებით, ირანის სასამართლოს ოფიციალურმა წარმომადგენელმაც დაადასტურა. ცნობილია, რომ ჰექმათი დეკემბერში დააპატიმრეს და ბრალი წაუყენეს იმის გამო, რომ ავღანეთში განლაგებულ აშშ-ის ბაზებზე გაიარა მომზადება. მოგვიანებით ეჭვმიტანილი აჩვენეს ირანის სახელმწიფო ტელევიზიით, სადაც მან აღიარა, რომ დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს აგენტია, რომელიც ირანის უშიშროების სამინისტროში შეღწევის მიზნით გამოგზავნეს. აშშ-ი მყოფმა ჰექმათის ოჯახმა კი მედიას უთხრა, რომ იგი ირანში ჩავიდა მისი ირანელი ბებიის მოსანახულებლად. აშშ-ი ჰექმათის გათავისუფლებას ითხოვს.
XS
SM
MD
LG