Accessibility links

logo-print

ავღანურ უნიფორმაში ჩაცმული ტერორისტი თავს დაესხა სამხედრო ბაზას


ავღანეთის სამხედრო უწყების ინფორმაციით, ავღანურ სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა უცნობმა ცეცხლი გაუხსნა ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფს ქვეყნის სამხრეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმის შედეგად ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, მეორე კი - დაიჭრა. ავღანეთის არმიის წარმომადგენლის მოჰამე ზაჰირ აზიზის ინფორმაციით სროლის დროს მოკლეს თავდამსხმელიც. ინცინდენტი ზაბულის პროვინციაში მოხდა. ჯარისკაცის დაღუპვას ადასტურებს ნატოს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების სარდლობაც, თუმცა არ მიუთითებს გარდაცვლილის წარმომავლობას.
XS
SM
MD
LG