Accessibility links

logo-print

მუშარაფს დავაპატიმრებთ, აცხადებს პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრი


პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ყოფილ პრეზიდენტ ფერვეზ მუშარაფს დააპატიმრებენ, თუკი იგი პაკისტანში დაბრუნდება. მინისტრმა რეჰმან მალიკმა ამის შესახებ განაცხადა გერმანულ „დპა“-სთან საუბარში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ფერვეზ მუშარაფის გადაწყვეტილება, დაბრუნდეს პაკისტანში და სათავეში ჩაუდგეს ახალ პოლიტიკურ ძალას. მუშარაფმა კვირას დუბაიდან ვიდეო-ხიდის საშუალებით მიმართა პაკისტანის სამხრეთით ქალაქ კარაჩიში მყოფ ათასობით მხარდამჭერს და დაჰპირდა, რომ პაკისტანში იანვარის ბოლო დაბრუნდება. პაკისტანის ყოფილი ლიდერი, გენერალი ფერვეზ მუშარაფი, რომელმაც ძალაუფლება ხელში ჩაიგდო 1999 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ, პოსტიდან 2008 წელს გადადგა. მანამდე კი იგი ქვეყანას ცხრა წლის განმავლობაში მართავდა, ჯერ როგორ სამხედრო დიქტატორი, მოგვიანებით კი, როგორც სამოქალაქო პრეზიდენტი.
XS
SM
MD
LG