Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალიფორნიაში განახლდება სასამართლო პროცესი ერაყის ომის დამნაშავეზე


მხარეთა განცხადებებით გაიხსნება კალიფორნიაში ტრიბუნალის სხდომა, რომელიც ერაყში სამოქალაქო პირების დახოცვაში ეჭვმიტანილი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ყოფილი მოსამსახურის საქმეს განიხილავს. შტაბის სერჟანტმა, 31 წლის ფრენკ ვუტერიხმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ უდანაშაულოა. ჯარისკაცს 9 მუხლის მიხედვით ედება ბრალი, მათ შორის არის განზრახ მკვლელობა და სხვა დანაშაულობები, რასაც ერაყის დაბა ჰადიტაში 2005 წლის 19 ნოემბერს 24 ადამიანის, მათ შორის ქალების და ბავშვები დაღუპვა მოჰყვა. ეს არის აშშ-ის არმიის მიმართ ყველაზე დიდი და ხანგძლივი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ერაყის ომს უკავშირდება. მის მიხედვით, 2005 წლის ნოებერში, ერაყის დაბა ჰადიტაში, როცა გზაზე ჩადებული ნაღმის აფეთქებას ერთი საზღვაო ქვეითი ემსხვერპლა და ორი დაშავდა, ვუტერიხმა რაზმის მეომრებს უბრძანა გაეწმინდათ დაბა. ერთი მხარის ჩვენებით, მეომრები სახლებში ყუმბარებს ყრიდნენ და გარედან ავტომატური იარაღიდან ისროდნენ, რასაც 24 ადამიანი ემსხვერპლა. თუ სასამართლო დაადასტურებს ყველა ბრალდებას, ჯარისკაცს 150 წლითი თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.
XS
SM
MD
LG