Accessibility links

logo-print

"სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის": ხელისუფლება ზღუდავს მედიის საქმიანობას


საქართველოში შექმნილმა ახალმა გაერთიანებამ - "სოლიდარობა მედიის თავისუფლებისთვის" - დღეს გამოაქვეყნა მემორანდუმი, რომლის ხელმოწერა გაწევრიანების მსურველ ყველა მედიასაშუალებას 1 თებერვლამდე შეუძლია. მემორანდუმში ნათქვამია, რომ ”2003 წლიდან დღემდე ხელისუფლება მიზანმიმართულად ზღუდავს თავისუფალი მედიასაშუალებების საქმიანობას და დამოუკიდებელი მასმედიის კონტროლისთვის იყენებს ფინანსური, ფსიქოლოგიური, მორალური და პოლიტიკური ზეწოლის მეთოდებს.” ახალი მედიაგაერთიანების წევრობის მსურველები მემორანდუმის ხელმოწერიდან ერთ კვირაში დააფუძნებენ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის მიზანი იქნება მისი წევრების ერთობლივად დაცვა ხელისუფლების უკანონო მოქმედებისაგან. ”ჩვენ ვთანხმდებით, რომ რომელიმე ერთ მედიასაშუალებაზე თავდასხმა აღვიქვათ, როგორც სხვა დანარჩენებზე თავდასხმა”, - ნათქვამია მემორანდუმში, რომელსაც ამ დროისთვის ხელს აწერენ "ალია ჰოლდინგი," ტელეკომპანია "მაესტრო," "მედიაპალიტრა," "ვერსია," Presage.tv, "ობიექტივი," "რეზონანსი" და "საქართველოს ხმა."
XS
SM
MD
LG