Accessibility links

logo-print

საქართველოში იმყოფება დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი


საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლაიამ ფოქსი, რომელიც დღეს შეხვდა თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას. სამინისტროს ცნობით, ფოქსმა და ახალაიამ იმსჯელეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციის მიმდინარეობასა და თავდაცვის სფეროში დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივაზე. ლაიამ ფოქსმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის. თავდაცვის მინისტრთან შეხვედრამდე დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. საქართველოში ვიზიტისას ლაიამ ფოქსი საქართველოს შს-თა და საგარეო საქმეთა მინისტრებს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდება.
XS
SM
MD
LG