Accessibility links

logo-print

”საქართველოს გზა” მოითხოვს მეზღვაურების გათავისუფლების დეტალების გამოქვეყნებას


სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან ქართველი და თურქი მეზღვაურების გათავისუფლების დეტალების საჯაროდ გამოქვეყნება დღეს ხელისუფლებისგან მოითხოვა პოლიტიკურმა პარტიამ "სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა." კერძოდ, ის ითხოვს განმარტებას, თუ ვისი ძალისხმევით გათავისუფლდნენ მეზღვაურები, რადგან თავად პარტიის ინფორმაციით, დატყვევებულთა გათავისუფლებაში წვლილი მიუძღვით თურქეთსა და საერთაშორისო თანამეგობრობას. ”საქართველოს გზა” ასევე მოითხოვს, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდეს სამშობლოში დაბრუნებულ მეზღვაურთა რეაბილიტაცია და მათთვის კომპენსაციები გაიცეს.
XS
SM
MD
LG