Accessibility links

logo-print

ბერლინში სარკოზისა და მერკელის შეხვედრა მიმდინარეობს


ბერლინში ერთმანეთს ხვდებიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. შეხვედრის მიზანია პოზიციების შეთანხმება ევროკავშირის 30 იანვრის უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე. ორი ლიდერის ყურადღების ცენტრშია ევროპის ეკონომიკის ზრდის სტიმულირება და საერთოევროპული ფისკალური შეთანხმება, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ევროკავშირის სტრუქტურებს დასაჯონ ის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ვერ შეასრულებენ საბიუჯეტო მაჩვენებლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომისტების პროგნოზით, ევროპის ეკონომიკას რეცესია ემუქრება.
XS
SM
MD
LG