Accessibility links

logo-print

პოლონელმა სამხედრო პროკურორმა თვითმკვლელობა სცადა


პოლონელმა სამხედრო პროკურორმა მიკოლაი პშიბილმა თვითმკვლელობა სცადა მას შემდეგ, რაც მოულოდნელად შეწყვიტა პრეს-კონფერენცია. პშიბილი ორი წლის წინ სმოლენსკთან მომხდარი იმ ავიაკატასტროფის საქმეს იძიებდა, რომლის შედეგადაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და პოლონეთის 95 სახელმწიფო მოხელე დაიღუპა. პროკურორი იცავდა სამხედრო გამოძიების ჩატარებას იმის დასადგენად, თუ როგორ მოხვდა სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის დეტალების მედიაში გაჟონვა. მათ შორის, ჟურნალისტების საუბრების მოსმენას. პოლონური მედიის თანახმად, პშიბილმა განაცხადა, რომ ჟურნალისტები, რომლებმაც თავიანთი პუბლიკაციებით აურ-დაურიეს კატასტროფის გამოძიების საქმე, შესაძლოა უცხოეთის დაზვერვის სამსახურებიდან ფინანსდებოდნენ. თავში დაჭრილი მიკოლაი პშიბილი საავადმყოფოშია გადაყვანილია. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
XS
SM
MD
LG