Accessibility links

logo-print

ჩეჩენმა მეამბოხეებმა მოკლეს ოთხი რუსი ჯარისკაცი


რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისლამისტმა მეამბოხეებმა მოკლეს 4 და დაჭრეს 16 რუსი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ჩეჩნეთის ერთ-ერთ მთიან რეგიონში მეამბოხეთა თავშესაფარს ეძებდნენ. მანამდე ჩეჩნეთის ლიდერი რამაზან კადიროვმა განაცხადა, რომ სოფელ ტაზენ ყალასთან მიმდინარე ოპერაციაში ორი ჯარისკაცი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, შეტაკებისას ოთხი მეამბოხე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG