Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკოს მეუღლის აზრით, უკრაინას ავტორიტარული რეჟიმი მართავს


უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკოს მეუღლე, ალექსანდრ ტიმოშენკო აცხადებს, რომ ის უკრაინაში არსებულმა „ავტორიტარულმა რეჟიმმა“ აიძულა, პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა ჩეხეთის რესპუბლიკაში. ამის შესახებ ალექსანდრ ტიმოშენკომ დღეს განაცხადა პრაღაში, რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში. ამავე ინტერვიუში ალექსანდრ ტიმოშენკომ გამოთქვა შეფასება, რომ უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, „ფიზიკურად გაანადგუროს“ მისი მეუღლე და მთელმა მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ იანუკოვიჩის რეჟიმს „არ სჭირდება ცოცხალი იულია ტიმოშენკო“. ყოფილი პრემიერ-მინისტრის მეუღლე ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, სანქციები დააწესონ უკრაინის პოლიტიკური ლიდერებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. იულია ტიმოშენკო გასულ წელს გაასამართლეს და შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს უკრაინის პრემიერ-მინისტრობის დროს ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში ბრალდების საფუძველზე.
XS
SM
MD
LG