Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გმობენ ირანში ურანის გამდიდრების სამუშაოს


აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა დაგმეს ირანის მიერ ურანის გამდიდრების ახალი ობიექტის ამუშავება და ის საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასეს. გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ ორშაბათს დაადასტურა, რომ თეირანიდან სამხრეთ-დასავლეთით 150 კილომეტრში მდებარე ობიექტზე ურანის 20%-ით გამდიდრება ხდება. ამ ხარისხით გამდიდრებული ურანი იოლად შეიძლება გარდაიქმნას ბირთვული ქობინის მასალად. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ”იუკიდურესი კატეგორიულობით” დაგმო ირანის მოქმედება და განაცხადა, რომ საფრანგეთი და მისი მოკავშირეები ამიერიდან, შესაძლოა, შეუდგნენ ”უპრეცედენტოდ ინტენსიური და მკაცრი ზომების გატარებას” ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის ”პროვოკაციული მოქმედება შემდგომში აუფასურებს ირანის განცხადებებს”, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ ირანის მიერ ახალ ობიექტზე ურანის გამდიდრების დაწყება ”ამწვავებს” თეირანსა და საერთაშორისო თანამეგობორბას შორის არსებულ უთანხმოებას.
XS
SM
MD
LG